სასწავლო პროექტი


ფრინველებისა და ცხოველების თავშესაფარი 

პროექტის მთავარი იდეა: ფრინველებისა და ცხოველებისადმი საკუთარი მზრუნველობითი დამოკიდებულების   ჩამოყალიბება.

პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაეცნობიან ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს.  შეაგროვებენ  ინფორმაციას , აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულებას.

მოსწავლეთა ასაკი: 8 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები:  ბავშვებს განუვითარდებათ კვლევა – ძიების უნარ- ჩვევები.
შესაძლებლობის შემთხვევაში  გაუჩნდებათ სურვილი ხელი შეუწყონ თავშესაფრის გაკეთებაში.

პროექტის მზადება :
I დღე
აქტივობა 1. ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას.
აქტივობა 2. კლასს ვყოფ პატარა ჯგუფებად და ვანაწილებ დავალებას.
ჯგუფი I .როგორ იკეთებენ ცხოველები თავშესაფარს ? (მოიძიონ ინფორმაციები მათ შესახებ)
ჯგუფი II .როგორ იკეთებენ ფრინველები თავშესაფარს?(მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ )
სამუშაო ვადა: სამი დღე .
დღე V .
აქტივობა 3. ჯგუფები მოპოვებული ინფორმაციით აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა 4. გაკვეთილების შემდეგ ვაწყობ ლაშქრობას ტყეში. აკვირდებიან  ტყეს, არკვევენ რა ტიპის ტყეში არიან. ხომ არ შეიძლება წააწყდნენ თავშესაფარს: ბუდეს, სოროს...
დღე VI
აქტივობა 5. მოსწავლეები აცნობიერებენ ფრინველთა ბუდეების მრავალფეროვნებას. აღწერენ ზოგიერთი ფრინველის ბუდის აგების თავისებურებას.
აქტივობა 6. ბავშვები მუშაობენ წყვილებში. აშენებენ ჩიტის ბუდეს, რისთვისაც მასალა წინასწარ აქვთ მომზადებული.
აქტივობა 7. ბავშვები თავიანთი ხელით გაკეთებულ ფრინველთა თავშესაფარს ამაგრებენ სკოლის ეზოში   მდგარ ხეებზე. აკვირდებიან ხომ არ იქცევა ის ნამდვილ თავშესაფრად.

საგნებთან/საგნობრივ     ჯგუფებთან/ესგ  კავშირი:

ბუნ.III.2.  მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე (წყალი, საკვები,ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს.
  • ქმნის კონკრეტული ორგანიზმისთვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ: ჩანახატი)
  • ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმისთვის საარებო (წყალი, ჰაერი, ხმელეთი,) მობინადრე ცოცხალ ობიექტებს და ახასიათებს მათ შეგუებულობას.
  • ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (სორო, ბუდე, სახლი) და აღწერს მათ აგებულების თავისებურებებსა და დანიშნულებას.

პროექტის ხელმძღვანელი: ნუნუ მახარაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nunumakharadze1963@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий